„ქალაქური“ წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქართული თხილეულის და ჩირეულის, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დამზადება, დაფასოება.
„ქალაქური“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე .
მდებარეობა : ქ. თბილისი , თემქა- მუხიანის კვეთა , ავშნის ქ. #88
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ
დასვენების დღე კვირა.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებში ოპტიმალური შეკვეთის შეკვეთების ფორმირება
- ახალი ობიექტების მოძიება
- მოლაპარაკების წარმოება პროდუქციის შეტანისა და გადახდის პირობების შესახებ
- შეთანხმებული პირობების დაცვის კონტროლი და მართვა
- ობიექტებში პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი
- პროდუქციის სტანდარტების კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ 1 წელი
- გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა
- სალარო აპარატისა და პოკეტის მუშაობის ცოდნა
- ქართული ენის ცოდნა
უნარები და კომპეტენციები:
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- გამართული მეტყველება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დისციპლინირებულობა
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com ან დაგვიკავსირდით ნომერზე: +995 577 68 40 00
ქალაქური გისურვებთ წარმატებას!