ფარმაცევტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯიენჯი ფარმა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: ფარმაცია

შპს „ჯიენჯი ფარმა“  წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ამჟამად აერთიანებს 16 ფილიალს         


„ჯიენჯი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
  • დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
  • სალაროს წარმოება;
  • მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
  • დაქვემდებარებაში არსებული  სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება და შეკვეთების გაკეთება.

 

მოთხოვნები:

  • ფარმაცევტული ,ან- სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (საკონტაქტო დონეზე) 
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
  • სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად  და თქვენი  წვლილი შეიტანოთ მომხმარებლის ჯანმრთლობაზე ზრუნვაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: gngpharma@gng.ge და  tamar.kotorashvili@gng.ge  რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593 23 23 62