გათამაშების ბილეთების რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი betlive.club
მივლინება: არა ხელფასი: 700
კაზინო/აზარტული თამაშები: სლოტ ოპერატორი
„betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
 www.betlive.club · https://www.linkedin.com/company/betlive-club/ · https://www.facebook.com/betlive.club

"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას გათამაშების ბილეთების რეგისტრატორი პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: ვარკეთილი.
სამუშაო საათები: 17:00-23:00
ანაზღაურება: 700 ლარი
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთან ბილეთების მიწოდება;
  • ბილეთების ნუმერაციის მონიტორინგი;
  • გაცემული ბილეთების შესახებ რეპორტინგი;
  • სათამაშო აპარატებზე მომხმარებლის მიერ დაგროვებული ბილეთების განაღდება/ გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • ქართულ ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

betlive.club გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • Fitpass;
  • სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
  • კვებას;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

შერჩევის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • ტრენინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@betlive.club და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გათამაშების ბილეტების რეგისტრატორი" ან გთხოვთ შეავსოთ მოცემულ ლინკზე თქვენ შესახებ მინიმალური ინფორმაცია https://betlive.club/ka/jobs.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.