მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი betlive.club
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
„betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.  
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: 
www.betlive.club  
https://www.linkedin.com/company/betlive-club/ 
https://www.facebook.com/betlive.club   
 
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე. 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: მარსელის ქ.,10 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)  
უშუალო ხელმძღვანელი:  გენერალური დირექტორი 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება; 
  • დაგეგმილი სტრატეგიის შესაბამისად ამოცანების შესრულება; 
  • საიტებისა და სოციალური მედიის კონტენტის შერჩევასა და რეკლამის მართვაში მონაწილეობის მიღება; 
  • Offline კომუნიკაციების მართვაში მონაწილეობის მიღება; 
  • აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; 
  • ლოიალობის პროგრამის მართვაში მონაწილეობის მიღება; 
  • მარკეტინგულ კამპანებში ჩართულობა; 
  • ანალიტიკა; 
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: 
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები; 
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა. 
 
betlive.club გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; 
  • Fitpass;  
  • სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა; 
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს; 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას. 
 
შერჩევის ეტაპები: 
  • განაცხადების გადარჩევა; 
  • გასაუბრება; 
  • დავალება. 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@betlive.club  და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის  მენეჯერი"  
 
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
 
 
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.