კონტროლის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჩირინა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
შპს „ჩირინა“, “ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge)  ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული. კომპანია შპს „ჩირინა აცხადებს ვაკანსიას კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე“

ძირითადი მოვალოებები:
  • ძირითადი საშუალების აყვანის/მოვლის/გადაცემის/გადატანის/ჩამოწერის პოლიტიკს გაწერა. გაწერილი პოლიტიკის  მატერიალურ- პასუხისმგებელ  პირებთან გაცნობა
  • ძირითადი საშუალების ბაზის შექმნა/კონტროლი
  • ინვენტარიზაციის პოლიტიკის კონტროლი
  • ძირითადი საშუალების და საწყობების  მონიტორინგი/ინვენტარიზაცია
  • ინვენტარიზაციის დოკუმენტაციის გაწერა და მისი კონტროლი
  • საწყობებში ინვენტარიზაციის პროცესის წარმოება
  • ძირითადი საშუალების ჩამოწერის პროცესებში ჩართულობა
  • ჩამოწერების ზედამხედველობა, კონტროლი, მონიტორინგი
  • შეკვეთილი პროდუქციის კონტროლი
  • სტანდარტების  შემუშავება და დანერგვა

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ფინანსების/აუდიტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • საოფისე პროგრამების ცოდნა 
  • აუდიტორული გამოცდილება
  • დეტალებზე ორიენტირება
  • გუნდური მუშაობა
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge