იურისტის თანაშემწე/ ანაზღაურებადი სტაჟირება

თბილისი სრული განაკვეთი Connect
მივლინება: არა
იურიდიული: იურისტის ასისტენტი/ მდივანი
ნავთობის კომპანია "ქონექთი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

თუ ხართ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, განივითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლისა და განვითარების საუკეთესო შანსი.
სტაჟირების გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 17:00 სთ;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამართლებრივი შინაარსის წერილების (შეტყობინებები, მოთხოვნები, გაფრთხილება) მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • ხელშეკრულებების გაფორმება და რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზი და მომზადება;
  • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
  • სხვა დავალებები უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მაგისტრანტი;
  • საოფისე პროგრამების (world; excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@connect.com.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "სტაჟირება იურისტის თანაშემწე".
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებებს!