This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„ინტელექტ ცენტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილურ სასწავლო ცენტრს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს 23 წლის განმავლობაში და ახორციელებს სხადასხვა სახის სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსებს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბუღალტერიას, რომლიც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციების ზრდის და ფინანსური განვითარებისთვის!
ჩვენი სასერტიფიკატო კურსი გათვლილია ბუღალტერიის შესწვლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის!
კურსი მოიცავს ყველა იმ მიმართულების შესწავლას, რაც ითვალისწინებს შემდგომში წარმატებული ბუღალტრული საქმიანობის შესრულებას ნებისმიერი ტიპის და მოცულობის კომანიაში!!!
სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით!
მსენელებს გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები!
გაითვალისწინეთ განსაკუთრებული პირობა! ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ყოველი ლექციის შემდეგ ლექციის მსვლელობისას ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ ახალი მიწოდებული მასალის შესწავლაში და დავალებების შესრულებაში!
ბუღალტრული აღრიცხვის სწავლების ეტაპები:
- თეორიული, პრაქტიკული და პროგრამული ბუღალტერიის შესწავლა დამწყებთათვის! (სრული კურსი - საერთაშორისო სტანდატრებით)
- საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ცალკე შესწავლა:ორისი-ORIS, ინფო-INFO, სუპერფინი-SUPERFIN.
- სტაჟირება - მოქმედი, დამწყები ბუღალტრებისთვის; „ინტელექტ ცენტრის“ პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ საბუთებზე დაყრდნობით, ან თავად მსმენელის სამუშაო სპეციფიკაზე მორგებით!
თეორიული, პრაქტიკული და პროგრამული სრული სასერთიფიკატო საბუღალტრო კურსი, რომელიც განკუთვნილია დამწყებთათვის მოიცავს სამ თვეს!
განვიხილოთ სწავლების მიმართულებები: ტრენინგ-კურსები ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის, ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას rs.ge-ზე, კომპიუტერული პროგრამების: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიის შესწავლას, რის საფუძველზეც, მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სპეციფიკის: ვაჭრობის, მომსახურების, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომდარი ფაქტების საფუძველზე დოკუმენტების შედგენას და ბუღალტრული პროცესების მართვას!
სწავლების მეთოდი და უპირატესობები: ლექციები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. თეორიული მასალის ათვისებახდება პრაქტიკული და სავარჯიშოებით, ხოლო პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა - საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავების საფუძველზე!
პირველი ეტაპი - თეორიული ნაწილი:
ბუღალტრული აღრიცხვის შესავალი / მისი არსი და მნიშვნელობა
ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება / სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები.
ფინანსური ანგარიშგება / საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა
ბუღალტრული ბალანსი / სამეურნეო ოპერციათა გავლენა ბალანსზე
მოგება-ზარალის ანგარიშგება
სალაროს ოპერაციების აღრიცხვა
ბანკის ოპერაციების აღრიცხვა
მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) აღრიცხვა
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) აღრიცხვა
ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
ვალდებულებების აღრიცხვა
საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა
მეორე ეტაპი - პრაქტიკული ნაწილი:
საწარმოს საქმიანობა; ვაჭრობა, მომახურება, წარმოება
სააღრიცხვო პოლიტიკა
საწარმოს წესდება
დამფუძნებელთა, პარტნიორთა კრება / კრების ოქმი
იჯარის ხელშეკრულებები
შრომითი და სხვა ხელშეკრულებები
დირექტორის ბრძანება კადრების დანიშვნის შესახებ, ბრძანება მივლინებების შესახებ, ხელფასის შესახებ და ასევე სხვა ბრძანებები
საკონტროლო სალარო აპარატი
შედარების აქტი
მინდობილობა
საკონტროლო გარბენის აქტი (საწვავი)
სამივლინებო მოწმობა
მიღება-ჩაბარების აქტი
ინვოისი / სასაქონლო ზედნადები
საგადახადო ანგარიშ-ფაქტურა / საგადახდო დოკუმენტი
სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერი
ხელფასის უწყისი
ინვენტარიზაცია
სალაროს ოპერაციები
საბანკო ოპერაციები (ბანკის ამონაწერი)
ხელფასის დარიხვა და გამოთვლა
საქონელი, შეძენა, რეალიზაცია
ნედლეულის და მასალების შეძენა, დამზადება, რეალიზაცია
ხარჯების აღრიცხვა (საკანცელარიო, მივლინების, საწვავის)
ძირითადი საშუალებების შეძენა, ცვეთის დარიცხვა, ქონების გაანგარიშება
ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
საბაჟო
საგადასახადო კალენდარი, საგადასახადო ვალდებულებები (საშემოსავლო, დღგ, მოგება, ქონება)
Rs.ge / დეკლარაციების ატვირთვა ყოველთვიური / ყოველწლიური
მესამე ეტაპი- კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები შერჩევით (სურვილისამებრ):
ორისი - ORIS, ინფო - INFO, სუპერფინი - SUPERFIN.
სრული კურსის ღირებულება და პირობები:
ინდივიდუალურად - 850 ლარი
ღირებულება ჯგუფში -750 ლარი
ლექციების რაოდენობა ინდივიდუალურად - 26 ლექცია, ჯგუფში - 30 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად - 1 საათი, ჯგუფში: 1.30წთ.
ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, თვეების მიხედცით!
ჩვენი კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას!
გაითვალისწინეთ: ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ასევე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები!
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!
საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ცალკე შესწავლა:
ორისი - ინდივიდუალურად - 250 ლარი - 6 გაკვეთილი - 1 საათიანი. ჯგუფში - 200 ლარი.
ინფო ბუღალტერი - ინდივიდუალურად - 250 ლარი - 6 გაკვეთილი - 1 საათიანი. ჯგუფში - 200 ლარი.
სუპერფინი - ინდივიდუალურად - 250 ლარი - 6 გაკვეთილი - 1 საათიანი. ჯგუფში - 200 ლარი.
ბუღალტრული პროგრამების შესწავლა მიმდინარეობს მოქმედი, რეალური ორგანიზაციების დოკუმენტების დამუშავების საფუძველზე!
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!
პრაქტიკული პროგრამა - დამწყები ბუღალტრებისთვის;
პრაქტიკის გავლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის გამოყენებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. პრაქტიკის გავლისას, საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. პრაქტიკული გამოცდილების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენი ”ინტელექტ ცენტრის” საბუთების დამუშავების შედეგად, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების საბუთების საშუალებით. მსმენელი იღებს მონაწილეობას რეალურ სამუშაო პროცესში, ეცნობა თითოეულ დოკუმენტს და სწავლობს მის საფუძვლიან დამუშავებას კომპიუტერულ პროგრამებში.
ღირებულება - 400 ლარი - 10 ერთსაათიანი სალექციო შეხვედრა - ინდივიდუალურად.
შეთავაზება!!!
ახალბედა დამწყები და უკვე მოქმედი ბუღალტრებისთვის შესაძლებელია საათობრივი კონსულტაცია, როგორც თეორიულ მასალაში, ისე საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში.
ერთი კონსულტაციის ღირებულება ინდიივიდუალურად - 1 საათი - 50 ლარი
კურსებს უძღვება; პრაქტიკული გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული ტრენერი მრავალწლიანი წლიანი სამუშაო გამოცდილებით!
გაითვალისწინეთ: წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთრეკომენდაციას დამსაქმებელთან!
ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.
გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!
„ინტელექტ ცენტრში“ ყველა პირობა აშექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!
თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 23 წლიან სამუშაო გამოცდილებას!
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
შპს "ინტელექტ ცენტრი"
ტელ: +995 595050154, +995 593 614552, +995 577464862 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts