Acto ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას ექპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
სტაჟირების პერიოდში კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ კომპანიის ძირითად სამუშაო პროცესებში;
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ფორმდება 3 თვიანი შრომითი ხელშეკრულება;
სამუშაო აღწერილობა
- გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული საექსპორტო ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტური მხარდაჭერა;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი პერიოდულობით ანგარიშების წარდგენა და მიმდინარე საბაზრო მდგომარეობის ანალიზი;
- პოტენციური ბაზრის იდენტიფიცირება და მათზე გასვლის მიზნით სტრატეგიების შემუშავება;
- პოტენციური და არსებული კლიენტების დროული ინფორმირება კომპანიის სიახლეების, ახალი პროდუქტის და მიმდინარე მიღწევების შესახებ;
- შესაბამის ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან მუდმივი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
აუცილებელი პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიულობა;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
სამუშაო პირობები:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში(2 თვე)-300 ლარი (net), დასაქმების შემთხვევაში -ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით: info@acto.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება სტაჟიორი - ექსპორტის მენეჯერი