ლოგისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი GOLD WAY GROUP
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP”აცხადებს ვაკანსიას  ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე 


სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00 

სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი, ს.ცინცაძის 12, თბილისი, აქსისის ბიზნეს ცენტრი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • შეკვეთის მიღება/დამუშავება 
  • პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება 
  • გადაზიდვების დაგეგმარება და განხორციელება 
  • გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი 
  • დოკუმენტაციის  შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება 
  • ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან  

 

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 
  • სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო  გადაზიდვების წარმოების გამოცდილება 
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა 
  • MS Office საოფისე  პროგრამების ცოდნა 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • ანაზღაურება GROSS : 2000-2500 GEL 
  • სამედიცინო დაზღვევა 
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით 
  • ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის 
  • თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გაგზავნე CV