უძრავი ქონების ინსპექტორი / ვიზიტორი

თბილისი, გორი, თელავი, მარტვილი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა სრული განაკვეთი საქართველოს ექსპერტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: უძრავი ქონება იურიდიული: უძრავი ქონება
უძრავი ქონების ინსპექტორი/ვიზიტორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, აჭარის რეგიონები.
საქართველოს ექსპერტი
თავისუფალი გრაფიკი
საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილების შესაძლებლობა

ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: georgiaassetexpert@gmail.com
ტელეფონი: +995 571 142439

„საქართველოს ექსპერტი“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ინსპექტორის / ვიზიტორის პოზიციაზე.

„საქართველოს ექსპერტი“ მაღალი ხარისხის მომსახურებას ეწევა უძრავი ქონების საშემფასებლო სფეროში შეფასების საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი კომპანიის მიერ მომზადებული შეფასების ანგარიში წარმოადგენს იურიდიული ძალის დოკუმენტს, რომელიც მომზადებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული შემფასებლების მიერ და მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში. დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ როგორც სწრაფ ონლაინ სერვისს, ასევე სრულ შეფასების მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.allexpert.ge

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - სასურველია
  • ქალაქის/რეგიონის გზების და ტრაფიკის ცოდნა
  • მართვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
  • უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • Google Maps-ის ცოდნა აუცილებელია
  • კომპიუტერული პროგრამები: ინტერნეტი (Gmail, WhatsApp, Viber)/ვინდოუსი

მოვალეობები:
  • უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დამუშავება Google Maps-ზე
  • უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ზუსტი იდენტიფიცირება
  • ობიექტებზე დროული ვიზიტი საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით
  • ვიზიტისას უძრავი ქონების მონაცემების მოძიება (უძრავი ქონების შესახებ გამზადებული ბლანკის შევსება)
  • ფოტოების გადაღება
  • დამუშავებული ინფორმაციის (ფოტოები და შევსებული ბლანკი) მოწოდება ელექტრონულად (ელ-ფოსტა, ვათსაპი, ვაიბერი)

უნარები:
  • შედეგებზე ორიენტირებულობა, ემოციული წინასწორობა, ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  • პუნქტუალურობა
  • მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაციის უნარი

ლოკაცია: თბილისი, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონები.
სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი
ანაზღაურება: 15 - 30 ლარი (დამოკიდებულია უძრავი ქონების ადგილმდებარეობაზე) 1 უძრავი ქონება 

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ:  georgiaassetexpert@gmail.com კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 571 142439 გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და თქვენი სამოქმედო ქალაქი (რეგიონი).