პრესელერი კახეთის რეგიონში

თელავი, სხვა სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს და  ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის მსოფლიო და ადგილობრივი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: VIVA, GEMO, MILLENIUM, MARETTI, MYMOTTO, BYOND,  MAESTRO DE OLIVA, IBERICA, TURBO, TADIM, NATURELLA, MOROZOVA, ASTORIA, RYABA. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე:WWW.ORBITA.GE
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა: კახეთი; 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი  

ძირითადი მოვალეობები: 
  • ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა; 
  • მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;  
  • ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა; 
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა; 
  • კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება; 
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; 
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი; 
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი; 
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება; 
  • დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება; 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სასურველია; 
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; 
  • მართვის მოწობა B კატეგორია სავალდებულოა; 
  • საკუთარი ავტომობილი; 
  • უძრავი ქონების უზრუნველყოფა; 
 
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი  + ბონუსი 1000 - გეგმის შესრულებიდან გამომდინარე, დამატებით სტაჟის 200 ლარი

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.  სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს !