მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების შესაბამისობის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია/მოვალეობები:
- კომპანიაში მოქმედი ბიზნეს პროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ჩართულობა;
- კომპანიაში მოქმედი ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაცია, ორგანიზაციის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების სამუშაო აღწერილობების სრულყოფა, მართვა, კონტროლი;
- პრიორიტეტების განსაზღვრა (კომპანიის შეუფერხებული მუშაობის პირობებში) ბიზნეს პროცესების, სამსახურების ფუნქციონირებისა და სამუშაო აღწერილობების სტანდარტების გასაწერად;
- როგორც სათაო ოფისში, ისე სავაჭრო ქსელში, საოპერაციო წესრიგის დამყარებისთვის პროცედურების, შესაბამისი დოკუმენტაციის, შაბლონებისა და რეგლამენტების შედგენა-დამტკიცება;
- ბიზნეს პროცესის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაში დახმარება;
- კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესის წარუმატებლობის მიზეზების კვლევა - კომპანიის მუშაობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მათი გაჩენის პირველწყაროების ძიება და დროული გამოსწორება;
- ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება;
- ბიზნეს პროცესების შესაბამისობის სპეციალისტების, სავაჭრო ქსელში, ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგში ჩართულობის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
- საცალო ბაზარზე მუშაობის გამოცდილება (Food Retail);
- აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის (რამდენიმე წლიანი) გამოცდილება;
- ექსელის ცოდნა;
- სასურველია აპექსის პროგრამის ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- აკადემიური წერის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვარკეთილის დასახლება, სათავო ოფისი
- ანაზღაურება -3000
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.