უმცროსი გაყიდვების ოპერაციების ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი იბერია რეფრეშმენტსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების ანალიტიკოსი
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში , აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების ოპერაციების ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევი ( ტრანსპორტირებას, ისნის მეტროდან, ვუზრუნველყოფთ)

კომპანიის შესახებ:
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7 UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს “ Max Power-ის “ და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:
  • მონაცემთა ბაზისა და აღრიცხვის სისტემაში გაყიდვების ოპერაციების დეპარტამენტისთვის საჭირო ყველა ანგარიშგების სტრუქტურის აგება, შენახვა და დამუშავება სამომავლო გამოყენებისთვის; ანგარიშგებების სტრუქტურის ნებისმიერი სახით ცვლილების შემთხვევაში ფუნქციური თანამშრომლობა დანარჩენ დეპარტამენტებთან და დავალების სრული ციკლით პასუხისმგებლობა;
  • გაყიდვების გუნდის მხრიდან შეგროვებული ხელშეკრულებების დამუშავება, სისტემაში ატვირთვა და შეთანხმებული პირობების კალკულაცია;
  • სავაჭრო არხების, რეგიონების, გაყიდვების წარმომადგენლების, გაყიდვების სუპერვაიზერების, გაყიდვების მენეჯერის, პროდუქტების, ბრენდების, პოზიციების (SKU), თარიღებისა თუ ნებისმიერი სხვა, იმ მომენტისთვის საჭირო პარამეტრით ანგარიშგება და ანალიზი;
  • ინიმალური გაყიდვის მოცულობის განსაზღვრა ობიექტებზე განთავსებული სარეკლამო ინვენტარების შესაბამისად;
  • განხორციელებული პრომო აქციების ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • ფასდაკლებების ეფექტიანობის ანალიზი ;
  • SKU-ების ბრუნვის მაქსიმიზირებისთვის საჭირო ანალიტიკის წარმოება და გეგმის შემუშავება;
  • დეპარტამენტის KPI რეპორტის მომზადება დადგენილი რეგულარობით;
  • გაყიდვების რეგულარული ანგარიშის მომზადება ობიექტებზე განთავსებული სარეკლამო ინვენტარების მიხედვით;
  • ნებისმიერი სხვა დავალება უშუალო ხელმძღვანელისგან, რომელიც კავშირშია მონაცემთა ბაზებთან, ბიზნეს პროცესების ან შედეგების ანალიტიკასთან, რეპორტინგთან, თუ კომერციული დეპარტამენტის რაიმე სხვა მიმართულებასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ექსელის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სასურველია, 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

ანაზღაურება და შეღავათები:
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად, განისაზღვრება;
  • შესაძლებლობა გაიზარდოს "Iberia Refreshments - Pepsi Georgia - ს" მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;
  • კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
  • კორპორატიული SIM ბარათი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები: ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge პოზიციის დასახელება „ უმცროსი გაყიდვების ოპერაციების ანალიტიკოსი “ უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 14.10.2023 წ.