ოპერატორი

ქუთაისი სრული განაკვეთი ინტერფეი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
კომპანია შპს ინტერფეი, აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის-ის პოზიციაზე ქ.ქუთაისში.

სავალდებულო ცოდნა და უნარები:
  • ოპერატიულობა, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, სიფრთხილე, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • სასურველია მსგავს ან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • ოფისის გაღება სამუშაო საათების დაწყებიდან 10-15 წუთით ადრე.
  • დღის რეპორტის შექმნა რომელიც მოიცავს წინა დღის სრულ გადახდებს,
  • კლიენტთა მომსახურება, როგორც სატელეფონო ასევე ოფისში მოსული მომხმარებლის სრულად და სიზუსტით ინფორმირება ბარათის გამოყენების, ჩარიცხვის და გადახდის მეთოდებზე.
  • კომპანიის შიდა პროგრამაში კომპანიის კუთვნილი მოწყობილობების გამართულად მუშაობის მონიტორინგი.
  • სპეციალიზირებული ბარათების გაცემა მომხმარებლებზე, ბარათების სიის მართვა: აღრიცხვა, განახლება, ინფორმაციის შეყვანა.
  • დღის ბოლოს, დღის რეპორტის შედარება პროგრამასთან, სიის გადამოწმება, ფაილებში კატეგორიების მიხედვით გაცემული ბარათების გადანაწილება.
  • თვის ბოლოს გაცემული და გასაცემი ბარათის რაოდენობის გადამოწმება და ინფორმაციის მიწოდება.
  • ოპერატორის გარეგნობა ჩაცმის კოდექსი (დრესკოდი) უნდა შეესაბამებოდეს საოფისე გარემოს: თეთრი პერანგი, შავი ან მუქი ქვედა-ბოლო (შარვალი). ოპერატორს უნდა ეკეთოს ბეიჯი რადგან მომხმარებელმა იცოდეს ვის ესაუბრება, ასევე ყელსახვევი ან სხვა აქსესუარი კომპანიის ლოგოთი რომელსაც კომპანია შეიძენს თანამშრომლებისთვის.
  • ოფისში სისუფთავის შენარჩუნება და უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: paata.tsutskiridze@azry.com