შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში. შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
- 1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა (აუცილებელია).
მოვალეობები:
- შეკვეთების პროგრამაში დროული გატარება;
- უზრუნველყოს RS.GE-ზე მუშაობა, ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების ატვირთვა და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირება;
- საწყობში შემოსული პროდუქციის პროგრამაში ასახვა;
- უზრუნველყოს სადისტრიბუციო საწყობში პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- უზრუნველყოს სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობა, შეკვეთების გააქტიურება;
- უზრუნველყოს სავაჭრო წარმომადგენლების მარშრუტში ობიექტზე ვიზიტების ჩასმა;
- უზრუნველყოს არსებული შეკვეთების მიხედვით მიწოდების თანამშრომლებისთვის საჭირო ზედნადებების დროული მიწოდება.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დოკუმენტებთან სრულყოფილად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ოპერატორი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!