მერჩენდაიზერი

თბილისი, ბათუმი სრული განაკვეთი მოდუსი
მივლინება: არა
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი

კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს  მერჩენდაიზერის პოზიციაზე ვაკანსიას თბილისსა და ბათუმში.


სამუშაო აღწერილობა:

  • მერჩენდაიზინგული სისტემის შემუშავება და განხორციელება;
  • ფილიალებისთვის ინტერიერის და ექსტერიერის ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების ჩამოყალიბება;
  • თითოეული ფილიალის მერჩენდაიზინგის სტანდარტის მიხედვით პერიოდული კონტროლი (სტენდების  მონიტორინგი;)
  • დარბაზის მუდმივი შევსებისა და მოწესრიგების კონტროლი;
  • ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის ვიზუალთან და მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობა;
  • კომპანიის მარკეტინგის გუნდთან ერთად მარკეტინგულ აქტივობებში აქტიური ჩართულობა;
  • კომპანიის პროცედურების, ინსტრუქციებისა და სტანდარტების  ცოდნა/ გათვალისწინება;
  • შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მუდმივი ურთიერთობა;
  • ბრენდებთან კომუნიკაცია, შესაბამისი ბრენდ ზონების განთავსებასთან დაკავშირებით; საჭიროების შემთხვევაში ვიტრინის აწყობა (ბანერის, სტიკერების განთავსება);
  • მომხმარებლის რეაქციისა და მარკეტინგული ტენდენციების ანალიზი პროდუქციის უკეთესად წარმოსაჩენად;
  • ინდუსტრიაში სიახლეების ცოდნა;
  • მერჩენდაიზინგის ბიუჯეტირება;
  • ბაზრის ანალიზი;


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (მერჩენდაიზინგი, ბრენდ მენეჯერი);
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა (ბრენდების წარმომადგენლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის). 


პიროვნული თვისებები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დარწმუნების უნარი;
  • კომუნიკაბელური და გუნდური
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.


გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად: ბათუმის შემთხვევაში „მერჩენდაიზერი ბათუმი“  ხოლო თბილისის შემთხვევაში „მერჩენდაიზერი თბილისი“  და  შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge


გისურვებთ წარმატებებს.