მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Illy Caffè
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
illy Caffè-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა. 
დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 2 ფილიალით არის წარმოდგენილი.  
ვაცხადებთ ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი  
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება; 
  • უმაღლესი განათლება (სასურველი) 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) 
  • მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა; 
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა. 
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა 
  
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა; 
  • მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით; 
  
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: 
  • კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული. 
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები; 
  • გაყიდვებზე ორიენტირებული. 
  • გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.  
 
ანაზღაურება:  800 ლარი (ხელზე ასაღები) . + tips  
სამუშაო გრაფიკი: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების. დღეში 12 საათი.   
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება