იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ავტოტექნო
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:
  • წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
  • არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
  • გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში. გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი (ფონიჭალა)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)                            
ხელფასი: 1500 ლარი 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საჯარო და შიდა ადმინისტრაციული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება;
  • იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში  ცვლილებების მომზადება და მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაცია;  
  • კომპანიისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეტყობინების ვალდებულების შინაარსობრივი უზრუნველყოფა; 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა;
  • ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • კერძო და ადმინისტრაციული სამართებრივი აქტების წარმოების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

ჩვენ გავაზობთ:
  • კარიერულ წინსვლას;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას; 
  • საბონუსე სისტემას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • FitPass.

კონკურსის ეტაპები: 
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან. 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „იურისტი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!