მარკეტინგის მენეჯერი კვარიათში

ბათუმი, სხვა სრული განაკვეთი სასტუმრო ლიც რეზორტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
სასტუმრო ლიც რეზორტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :  

  • მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;  
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და დანერგვა;  
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;  
  • მომხმარებლების ქცევისა და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი;  
  • მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;  
  • ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად;  
  • კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვის, სპეციალური შეთავაზებების მომზადებაში ჩართულობა გაყიდვების გუნდთან ერთად;  
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;  
  • შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულებების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია;  
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;  
  • გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, განვითარება და განახლება;  
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;  
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება.  
 
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   
  • უმაღლესი განათლება;  
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სასტუმროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);  
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა არის აუცილებელი;  
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა;  
 
პიროვნული მახასიათებლები:  
  • პუნქტუალურობა;  
  • კომუნიკაციის უნარი;  
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;  
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.  
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;  
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;  
  • 5 დღიან სამუშაო განრიგს;  
  • ერთჯერად კვებას ცვლაში მუშაობისას;  
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;  
  • დასვენებას დაბადების დღეზე;  
  • გუნდის წევრების ,,Marriott Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;  
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.  
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე:  jobs@litzresort.ge 
სათაურის ველში, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.  
 
გისურვებთ წარმატებას!