უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი აგროტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 1800
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
შპს „აგროტექნო“ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით, რომელიც გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. 
კომპანია მუდმივად სთავაზობს აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს  ადგილობრივ მომხმარებლებს! 
ზრდა-გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!  
გახდი ჩვენი გუნდის წევრი უსაზღვრო შესაძლებლობებით საქართველოს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში! 
ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 
ვაკანსია: უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი 
ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი) 
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-14:00  ( შაბათი ) 
ხელფასი: 1800₾ 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საწყობში პროდუქციის მიღების და გაცემის პროცედურის დაცვის მონიტორინგი;  
  • მიღებული პროდუქციის დასაწყობებისა და აღრიცხვის მონიტორინგი;  
  • საწყობის ინვენტარიზაცია;  
  • კომპანიის ბალანსზე არსებული დანადგარების და სამუშაო ხელსაწყოების გამართულად მუშაობის  მონიტორინგი და ინვენტარიზაცია;  
  • ტექნიკურ-საოპერაციო დეპარტამენტში საჭირო სახარჯი მასალის ინვენტარიზაციის მონიტორინგი;  
  • ოფისის და საწყობის ტეროტორიის სისუფთავის დაცვის მონიტორინგი;  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;  
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი  გამოცდილება;  
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;  
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • დროისა და პროცესების ეფექტურად მართვა;  
  • დელეგირების უნარი;  
  • ორგანიზებულობა;  
  • დეტალებზე ორიენტირება;  
  • განვითარებისკენ სწრაფვა; 

ჩვენ გავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით უზრუნველყოფა; 
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა; 
  • ჯანსაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;  

კონკურსის ეტაპები:  

  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელთან;  
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;  
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr2@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი“ 
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!