კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი E60 Shipping Line
მივლინება: არა ხელფასი: 2000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
კომპანია E60 Shipping Line აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

კომპანია E60 Shipping Line დაარსდა 2023 წელს და ახორციელებს საბორნე მიმოსვლას საქართველოს და რუმინეთს შორის. სათაო ოფისი არის თბილისში, წარმომადგენლობები ფოთში და კონსტანცაში. კომპანიის მიერ ოპერირებული ბორანი ახორციელებს როგორც ტრაილერების, კონტეინერების და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას, ასევე მსუბუქი ავტომობილების და მგზავრების, რითიც უზრუნველყოფს უმოკლეს და მნიშვნელოვან კავშირს ევროპასთან. 
მისამართი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:
  • როგორც ფიქსირებულ, ასევე საბონუსე ანაზღაურებას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ჰოლდინგის წევრ კომპანიაში;
  • ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტში მონაწილეობას და გამოცდილების მიღებას;

ანაზღაურებას: 
  • ფიქსირებული ხელფასი - 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
  • ბონუსი - (საშუალოდ ხელფასის ოდენობის)

მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთან შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკების წარმოება;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა;
  • კომპანიის გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ადგილობრივ და უცხოურ აგენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან მუშაობა და რეფორთების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ლოგისტიკის მიმართულებით);
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:
  • მიზანდასახულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@e60shipping.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,,კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“.