ტექნიკური სამეურნეო სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი Cenomi Retail
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano, La Vie En Rose და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას თბილისში და მალე ბათუმში გრანდ მოლში 10 ბრენდით იქნება წარმოდგენილი.

კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.
მისამართი: Grand Mall ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე).

სამუშაო პირობები:
განსახორციელებელი საქმიანობა:
  • ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;
  • ობიექტზე ტექნიკური სამუშაოების წარმოება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • მრიცხველების კონტროლი, მონაცემების ამოწერა, მრიცხველის გაუმართაობის დადგენა (წყალი, დენი, ბუნებრივი აირი)
  • ტექნიკური დავალებების შესრულება
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
  • კოლეციის მიღების დროს დატვირთვა-დაცლაში პერიოდულად მონაწილეობის მიღება.
  • საჭიროების შემთხვევაში, ფილიალების სარემონტო სამუშაოებში ჩართულობა.
  • ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობა
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Ms Office-ის ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • კორპორატიულ დაზღვევას
  • სატელეფონო ლიმიტს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკურ სამეურნეო სპეციალისტი - ბათუმი.