საწყობის მუშა

თბილისი სრული განაკვეთი Cenomi Retail
მივლინება: არა ხელფასი: 800
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
Cenomi Retail Georgia მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

Cenomi Retail Georgia 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

კომპანია Cenomi Retail Georgia აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზაჰელი, ავჭალის ქუჩა.

განსახორციელებელი საქმიანობა:
  • მიღებული საქონელის ჩამოტვირთვა/ დასაწყობება/დატვირთვა გასაგზავნად
  • საწყობის ტერიტორიაზე არსებული პროდუქციისა და ნებისმიერი სახის მაღაზიის ინვენტარის დაწყობა
  • კომპანიის მაღაზიებში ტვირთის შეტანა და გამოტანა
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა

სამუშაო პირობები:
კვირში 5 დღე: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე ან 10:00-დან 19:00-მდე. შაბათ-კვირა დასვენების დღე
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com.
გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის მუშა.