სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში

ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი“, (www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 100-ზე მეტ ქვეყანაში. (www.primeglobal.net „ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი“ აცხადებს სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში.


ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

სტაჟირება ანაზღაურებადია


რას მიიღებთ სტაჟირების კურსის გავლის შემდგომ:

  • ბუღალტრული გატარებების წარმოების ცოდნა
  • პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა
  • ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები
  • შიდა ტრეინინგები საგადასახადო და საბუღალტრო პროცესებში
  • პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან


მოთხოვნები:

  • განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური 
  • კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად


პიროვნული თვისებები:

  • გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
  • კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
  • ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
  • შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული


მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2023 წლის 19 ოქტომბერი ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში".