დიასახლისი

ქუთაისი სრული განაკვეთი ვიტო
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: დიასახლისი
შ.პ.ს. ვიტო აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

შ.პ.ს. ვიტო არის ,, სამშენებლო-სარემონტო მასალების, საცალო-საბითუმო სარეალიზაციო“ კომპანია, რომელიც ოპერირებს ბაზარზე 1999 წლიდან.

ლოკაცია: ქ. ქუთაისი ირ.აბაშიძის 21ა
სამუშაო გრაფიკი: ექვსი (6) სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
შესვენება : 1(ერთი) სთ

ჩვენ გთავაზობთ:
  • თბილ და კოლეგიალურ გარემოს
  • ემპათიურ დამოკიდებულებას
  • მაღალ უკუკავშირს
  • ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო;
  • ანაზღაურება საათობრივი (160 სთ- ნორმირებული ტარიფით, დამატებითი საათების ანაზღაურება ხდება ზეგანაკვეთური ტარიფით. ნორმირებული ტარიფის 1,25%-ით)
  • ამომწურავად ყველა კითხვას პასუხი გაეცემა გასაუბრებაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა
  • შიდა სივრცის დასუფთავება
  • ავეჯისა და ინვენტარის ზედაპირების, იატაკის, სველი წერტილების, ტექნიკური და დამხმარე ფართების დასუფთავება/დამუშავება დეზინფექტანტით განსაზღვრული პერიოდულობით და საჭიროების მიხედვით.

პიროვნული კომპეტენციები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 18/10/2023
დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი cv შემდეგ ელფოსტაზე : hr@ltdvito.ge
Tel: +995 595 733 339

შ.პ.ს. ვიტო მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე ,,კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა
მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცემულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს ერთი (1) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან , შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაურთ ვაკანსიას და გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.