მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას ბოსტნეულის საწარმოს თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00-მდე;
საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბოსტნეულის საწარმოს სადგურების მომზადება;
- ბოსტნეულის რეცხვა სტანდარტების შესაბამისად;
- ბოსტნეულის (სალათის) შრობა-დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად;
- ბოსტნეულის საწარმოში მზა პროდუქციის დაფასოება-შეფუთვა სტანდარტების შესაბამისად;
- ბოსტნეულის საწარმოში მუშაობისას სტანდარტების დაცვა;
- ბოსტნეულის საწარმოს სადგურის სისუფთავის კონტროლი;
- ბოსტნეულის საწარმოს ინვენტარის და დანადგრების რეცხვა/დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად;
მოთხოვნები:
- სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკურად მუშაობის უნარი;
- დავალებების დროში და ხარისხიანად შესრულების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ყოველთვიური კვების დანამატი;
- სამოტივაციო პროგრამები;
- სწავლებისა და განვითარების სისტემა;
- შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancy@mcdonalds.ge;