„ქალაქური“ წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული ხილის, ნუშის, ფისტას, მზესუმზირას, სხვადასხვა სახეობის ჩირების, მურაბების, საბაკალეო პროდუქტების წარმოება, დისტრიბუცია .
„ქალაქური“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათს 9:00-15:00 (შეთანხმებით)
ძირითადი მოვალეობა:
ძირითადი მოთხოვნები:
სხვა დამატებითი მოთხოვნები:
„ქალაქური“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათს 9:00-15:00 (შეთანხმებით)
ძირითადი მოვალეობა:
- კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
- სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვების ფინანსური ანალიზი, გეგმის შემუშავება და დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
- პოტენციური დამკვეთების შესახებ მონაცემების მოძიება, ფორუმებზე/გამოფენებზე მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ბაზების შექმნა;
- კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
- განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
- გაყიდვებისა მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კომპანიის დირექტორისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა;
- კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში;
- რითეილ სექტორში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- გამოცდილება გაყიდვების და ბრენდის განვითარების კუთხით;
- ძირითადი საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- უცხო ენების (თურქული, ინგლისური) ფლობა სასაუბრო დონეზე.
- ბაკალავრის დიპლომი;
- მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური, რუსული, თურქული ენების კარგად ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია);
სხვა დამატებითი მოთხოვნები:
- გაყიდვების და მარკეტინგული სტატეგიების ცოდნა;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
- ბიუჯეტირების, საერთაშორისო ვაჭრობის და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა;
- პროცესების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ორგანიზებულობა.
შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com .
ქალაქური გისურვებთ წარმატებას!
ქალაქური გისურვებთ წარმატებას!