ძირითადი საშუალებების ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯიდიელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.
ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 15 წელზე მეტია ახორციელებს . 
ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას ძირითადი საშუალებების ოპერატორის  პოზიციაზე  თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
  • სასაქონლე ზედნადებების ატვირთვა/გაუქმება/დაკორექტირება rs-ზე 
  • მაცივრის აქტების კონტროლი, შემოწმება.
  • ხელშეკრულებების ბაზაში შეყვანა.
  • ყოველკვირეული-ყოველთვიური რეპორტინგი
  • სერვისის სამსახურისთვის ობიექტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და ყოველკვირეული ტურის ფორმების მომზადება.

პასუხისმგებლობები
  • დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება;
  • დაიცვას სუბორდინაცია:
  • დაიცვას მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია;
  • დაემორჩილოს კომპანიის შინაგანაწესს, ბრძანებებს, შიდა რეგულაციებსა და პროცედურებს;
  • მოუფრთხილდეს მის ხელთ არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
  • Excel-ში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები
  • სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი;
  • კოლეგიალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

გარანტიები:
  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ძირითადი საშუალებების ოპერატორი“
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!