"შარმ ტრეიდინგი" ეს არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.
დღეის მდგომარეობით "შარმ ტრეიდინგი" მსხვილი პარტნიორების პორტფელების ქვეშ ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში. კომპანიის პორტფელი ექსკლუზიურად მოიცავს ისეთ ბრენდებსა და კორპორაციებს, როგორიც არის: Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს მერჩენდაიზერის (პირადი ავტომობილით) ვაკანსიას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება- 900
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება.
- სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების კონტროლი.
- სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება.
- ხელმძღვანელისთვის რეგულარური რეპორტების მომზადება დადგენილი წესით და ფორმატით
აუცილებელი მოთხოვნები:
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს)
რას გთავაზობთ?
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
- უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
- კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს
დამატებითი უნარები:
- ორგანიზებული
- ენერგიული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. vacancy@sharmtrading.ge სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,მერჩენდაიზერის (პირადი ავტომობილით)hr.ge”
სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!