„betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
www.betlive.club
https://www.linkedin.com/company/betlive-club/
https://www.facebook.com/betlive.club
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი ვარკეთილი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ
უშუალო ხელმძღვანელი: სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სერვისების პირველადი ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტირება და რეაგირება;
- კომპიუტერული ტექნიკის,მონიტორინგის კვების ბლოკის და ელ.დაფების შეკეთება, მიკროჩიპების პროგრამირება;
- ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და დამკვეთთან არსებული ხარვეზის გამოსწორება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომპიტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
betlive.club გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- Fitpass;
- სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@betlive.club და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი" ან გთხოვთ შეავსოთ მოცემულ ლინკზე თქვენ შესახებ მინიმალური ინფორმაცია https://betlive.club/ka/jobs .
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.