ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი მედიქლაბჯორჯია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლინიკის ამბულატორიულ დეპარტამენტში შემოსული პაციენტების დახვედრა/დარეგისტრირება;
  • დარეგისტირრებული პაციენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სამედიცინო პერსონალისთვის;
  • დაზღვევით მოსარგებლე პაციენტების მომსახურება შესაბამისი სქემით;
  • სამედიცინო ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარი განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • ანგარიშფაქტურის გენერირება;
  • სამედიცინო მომსახურების ანგარიშსწორება;
  • პაციენტთან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 სთ, შაბათი - 09:30 – 14:00 სთ

განათლება და გამოცდილება:
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

აუციებელი უნარები:
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • გამართული მეტყველება;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV სურათთან ერთად) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@mcg.ge, ხოლო სათაურის გრაფაში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ „ადმინისტრატორი“. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.