1C ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი კნაუფ გიპს თბილისი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
სამშენებლო პროდუქციის მსოფლიოში ერთერთი წამყვანი მწარმოებელი გერმანული კომპანია კნაუფი, რომელიც 25 წელია წარმოდგენილია საქართველოში და  ადგილობრივად აწარმოებს გერმანული სტანდარტის შესაბამის სამშენებლო მასალებს,აცხადებს 1C ოპერატორის ვაკანსიას შემდეგი პირობებით:  პოზიცია გულისხმობს საქონლის რეალიზაციის დროს მისი გაფორმების ციკლის ასახვასა და მართვას

მოვალეობები:
  • შეკვეთის მიღება, დამუშავება.
  • შეკვეთის ასახვა პროგრამაში.
  • სასაქონლო ზედნადების გამოწერა და ატვირთვა საგადასახადო პორტალ RS.ge ზე.
  • საჭიროების შემთხვევაში საწყობის უფროსის შეცვლა და მისი მოვალეობების შესრულება.
  • აუცილებელია: საწყობის სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ზომების მიღებასა და დანერგვაში მონაწილეობა.

უნარები:
  • საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • პროგრამა 1C ცოდნა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. Exel ის ცოდნა აუცილებელია.
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
 
პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა
  • სიახლეებისთვის მზაობა
  • დისციპლინა
 
ჩვენთან დაგხვდებათ :
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი,
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • დამატებითი ბენეფიტები (მათ შორის დაზღვევა, კვება, ტელეფონზე სასაუბრო ლიმიტი)

სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათი - პარასკევი 9.00-18.00; ლოკაცია - თბილისი, სამგორის რ.ნი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტის მისამართზე vacancy-ge@knauf.com 
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 07.12.2023 იმისათვის რომ განხილვის ეტაპზე, შემთხვევით, უყურადღებოდ არ დარჩეს თქვენი რეზიუმე, გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება