უფროსი მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჩერნოვეცკის ფონდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
არასამთავრობო (NGO): სხვა (NGO)
ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი მენეჯერი, ქ. თბილისი
ხელფასი 1 500$-მდე, რომელსაც შესრულებული სამუშაოს შესაბამისი უხვი ბონუსები ემატება. საცდელი პერიოდი შეადგენს ერთ თვეს, ანაზღაურება - 700$.

მოთხოვნები კანდიდატებისთვის:
  • უმაღლესი განათლება ნებისმიერ დარგში.
  • საჭირო მასალებისა და დოკუმენტების (გეგმა, ანგარიშები, წერილობითი შეტყობინება, კომერციული შეთავაზებები, საპრეზენტაციო მასალა) დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება.
  • პრეზენტაბელური გარეგნობა, რესურსების, მომსახურებისა და საქონლის მოზიდვის მიზნით, კომპანიების დამფუძნებლებთან, ხელმძღვანელებთან წარმატებული მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება და უნარები.
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების (წერილობითი და ზეპირი) თავისუფლად ფლობა. მენეჯერებისთვის, ვინც საქართველოდან არ არის სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ფლობა და ქართულის შესწავლა.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • რეკომენდაციები ბოლო ორი სამუშაო ადგილიდან.
  • საკუთარი ავტოტრანსპორტი.
  • მენეჯმენტში დახელოვნებისა და საკუთარი შემოსავლის გაზრდის სურვილი.
  • შენიშვნა: ჩვენ არ ველოდებით, რომ პრეტენდენტები საკუთარ სიკეთესა და გულისხმიერებაზე ისაუბრებენ. ეს თვისებები გააჩნია ყველა პატიოსან ადამიანს. ამიტომ, გთხოვთ, თქვენი ხასიათისა და პიროვნული თვისებების შესახებ ნურაფერს გვეტყვით!
  • გვჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება საქმიანი და ექნება მტკიცე ხასიათი ან მზად არის, ასეთი გახდეს. რომელიც მზად არის მიიღოს კრიტიკა და მოტივირებულია ჰქონდეს საკუთარი პროფესიული თვისებების შესაბამისი შემოსავალი.

სამუშაო პირობები:
  • ოფიციალური დასაქმება.
  • არანორმირებული სამუშაო დრო.
  • მაღალი ბონუსები, ხშირად ხელფასზე მეტი.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე კადრების განყოფილების ფოსტაზე: mydreamwork999@gmail.com  ელფოსტის სათაური "მენეჯერი". პასუხად კი, მიიღებთ ტესტირებას ვაკანსიისთვის და მისი შესრულების ინსტრუქციას!