დისტრიბუტორი

თბილისი, სხვა სრული განაკვეთი H-Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული მართვის მოწმობა: B, C
გაყიდვები: დისტრიბუცია
ჩვენი კომპანია დასაქმებულია საავტომობილო ზეთების რეალიზაციით. H-Group აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.  სამუშაო შეიცავს თბილისში და თბილისს გარეთ კლიენტების მოძიებას და საქონლის გაყიდვა-მიწოდებას.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სადისტრიბუციო ქსელის შექმნასე და გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ახალი მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
  • შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია 
  • მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქციის გაცნობა და შეთავაზება;
  • გაყიდული პროდუქციისა და ახალი ობიექტების შესახებ ანგარიშგების მომზადება;
  • ავტომობილის სისუფთავის და ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი;
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
  • უმაღლესი განათლება;
  • B C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (შესაძლებელია გამოსაცდელ ვადაში გამოცდის ჩაბარება);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გზების და ავტომობილის  კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერის/პლანშეტის გამოყენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი მაღალ დონეზე.
  • ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა !!!

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების წარმოების და პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი;
  • მისამართი: თბილისი, ვიქტორ კუპრაძის 4
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: lavavtotbilisi@gmail.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.