ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბაუმერი
მივლინება: არა ხელფასი: 1300 - 1500
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
კომპანია ბაუმერი წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც MEP მასალების იმპორტს / რეალიზაციას, პროექტირებას, მონტაჟს და გეგმიური შემოწმების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.  
ჰოლდინგის პროფესიონალთა გუნდი შედგება, წლების გამოცდილების მქონე დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან, რომელთა მთავარი მიზანია განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.  
 
ბაუმერ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტერ-ოპერატორის  თანამდებობაზე. 
ადგილმდებარეობა: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 65 
დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი 
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა: 
  • ბუღალტრული გატარებების შემოსავლებისა და ხარჯების გატარება პროგრამა 1C-ში; 
  • ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა 
  • ბანკის გატარებების გაკეთება პროგრამა 1C-ში; 
  • დებიტორ/კრედიტორებთან ყოველთვიური შედარებების გაკეთება; 
  • ბუღალტრის ფუნქციებთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მომზადება მთავარი ბუღალტრის დავალებით. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • პროგრამა 1C-ის საბაზისო დონეზე ცოდნა 
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა; 
 
ანაზღაურება - 1300-1500 ლარი 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: Finance@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.