კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება;
- სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
- გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების წარმოება;
- სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
- საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე;
- სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;
- პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
- ბრიგადებთან კომუნიკაცია და მართვა;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწერილი პროცედურის ყოველდღიურ რეჟიმში წარმოება და გადმოგზავნა, შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
- სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad);
- სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
- სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას