IT მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნიკორა ტრეიდი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს  ორი  წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

 

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

       „ნიკორა ტრეიდის“ ქსელში არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

       ქსელის მოწყობილობების ინსტალაცია,  კონფიგურაცია, პრობლემის დიაგნოსტიკა;

       კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;

       პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა;

       უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

       უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);

       მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

       სასურველია პროგრამა Apex-თან მუშაობის გამოცდილება;

       B კატეგორიის მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ფლობა.

 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

       პუნქტუალურობა;

       დეტალებზე ორიენტირებულობა;

       ორგანიზებულობა;

       გუნდური მუშაობის უნარი;

       ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

       განვითარებაზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „IT მხარდაჭერის სპეციალისტი ".


გაცნობებთ, რომ  თქვენ მიერ  მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები/რეზიუმე მუშავდება სს „ნიკორა ტრეიდის“ ს/კ 206255808 მიერ  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან და ამის შესაბამისად, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, სავალდებულო წესით მითითებულ მონაცემთა მოუწოდებლობის შემთხვევაში მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი განაცხადი/კანდიდატურა.  მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს „ნიკორა ტრეიდის“ იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.