მოლარე-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი კრისტალბეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: მოლარე
კომპანია „მარსი’’, რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე სალაროში სამუშაოდ.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, თვეში 8 დღე (24 საათიანი ცვლა)
ანაზღაურება: 880 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელთა ეფექტური, თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • მომხმარებლ(ებ)ისთვის სალარო მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
  • ინფორმაციის ელექტრონულად შეყვანისა და სწრაფად ბეჭდვის უნარი (სასურველია);
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • სხარტი აზროვნება და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.
  • მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2023 წლის 13 დეკემბრისა. წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: განიხილებიან გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც, რომელთა გადამზადებას უზრუნველყოფს კომპანია. შერჩეული და მოტივირებული კანდიდატები მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან პრაქტიკული ტრეინინგების გავლის შემდეგ.
გისურვებთ წარმატებებს!