ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ანგარიშების მენეჯერი
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში.  ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას და სამშენებლო მასალების წარმოებას. ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს არადაკავშირებულ სექტორებშიც,  როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.
პოზიციის მიზანი: საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფის მასშტაბით ფინანსური ანგარიშგების სისტემის  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი; ფინანსური ანგარიშგების მომზადება.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) შესაბამისად შიდა და გარე მომხმარებლებისთვის (აუდიტორები, ბანკები, ინვესტორები რეგულატორი და სხვა)
  • ყოველწლიური და ექვსი თვის აუდიტის პროცესში ჩართულობა.
  • აუდიტის პროცესის მიმდინარეობისას გარე აუდიტორებთან ურთიერთობა, აუდიტორების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება.
  • მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში.
  • არსებული რეპორტინგის პროცესში ჩართულობა, ახალი პროცედურების იმპლემენტაციაში მონაწილეობა.
  • ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის საბუღალტრო ბაზაში აღრიცხული მონაცემების კონტროლი.
  • ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი.
  • თვის და წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა.

კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • IFRS მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოდილება;
  • სასურველია, მაგრამ აუცილებელი არაა, აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ACCA სასურველი, მაგრამ არა სავალდებულო.
  • სასურველია საგადასახადო კოდექსის  ცოდნა;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
  • MS Office (MS Excel - ძალიან კარგად ცოდნა);
  • სასურველია 1C.

დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  vacancy@gig.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას !