„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
სამუშაო პირობები:
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- მაღალი ანაზღაურება;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- „ფიტპასის“ მომსახურება.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1800-2200 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება));
- დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი.
ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიის გუნდის მართვა;
- მაღაზიის ადმინისტრაციული და ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვა;
- თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გაყიდვების გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
- თანამშრომლებისათვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ინსტრუქციის შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
- აქტიური გაყიდვებისა და ხარისხიანი მომსახურების მოდელების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
- მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
- მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან პერიოდული შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
- პრობლემური სიტუაციების მართვა (როგორც თანამშრომლებს, ასევე - მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის განხრით);
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancybatumi@dressup.ge 2023 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!