შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი HSE Georgia
მივლინება: დიახ ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
HSE Georgia წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო აუთსორს კომპანიას,  რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს კანონით დადგენილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას , რეგლამენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, დასაქმებულთა პერიოდულ სწავლებებს შრომითი უსაფრთხოების კუთხით, სამუშაო სივრცეში რისკების აღმოფხვრასა და მათ მუდმივ მართვას.
HSE Georgia აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;
  • HSE Georgia აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე   (უპირატესი ქ. რუსთავში მცხოვრები კანდიდატი)

ძირითადი მოვალეობები:
  • კონტრაქტორ კომპანიებთან შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა
  • რისკების შეფასება  და  საფრთხეების იდენტიფიცირება;
  • თანმიმდევრული პრევენციული  ღონისძიებების პოლიტიკის შემუშვება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დამკვეთი კომპანიის გარემოს და შრომის პროცესის თავისებურებებს;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება;
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების ჩატარების გეგმის შედგენა და დასაქმებულებისთვის შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • საჭირო გაზომვითი სამუშაოების ჩატარება (მიკროკლიმატის, ხმაურის და ა.შ)
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი, დიპლომი;
  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის/ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციების, სწავლებების ჩატარების მინიმალური უნარ-ჩვევები;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა.

სასურველი პირობა:
  • მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა (კომპანია აანაზღაურებს საწვავისა და ცვეთის ღირებულებას)
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სასურველი);
  • უპირატესი ქ. რუსთავში მცხოვრები კანდიდატი.

ანაზღაურება: 1500 +  საბონუსე სისტემა . 
სხვა ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ულიმიტო კორპორაციული მობილური კავშირი.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@hsegeorgia.ge  . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, ასევე რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579 37 00 33 / +995 579 94 00 33 / +995 599 34 29 68
დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!