აპარტ’ოტელის ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი HORIZONS GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
„ჰორიზონს აპარტ ჰოტელი“ აცხადებს ვაკანსიას აპარტ’ოტელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: მაღალი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი (განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • სასტუმროს მართვის საერთაშორისო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:
  • ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების მიღება;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • აპარტ’ოტელის დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების, შემოსული და შემომსვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი;
  • დეტალური ინფორმაციის ფლობა - აპარტ’ოტელში არსებული სხვა ობიექტების და მათი ტარიფების შესახებ;
  • სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება;
  • ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • აპარტ’ოტელის დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • უშუალო უფროსის სხვა და სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ- ფოსტაზე: office@horizonsbatumi.com
და გთხოვთ ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.