ქომუნითი მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ახალი ციფრული სტარტაპი Pirveli.com
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კონტენტ მენეჯერი
ახალი ციფრული სტარტაპი pirveli.com აცხადებს ვაკანსიას ქომუნითი მენეჯერის პოზიციაზე:

Pirveli.com - ესაა ადგილი, სადაც ვქმნით ახალ ციფრულ რეალობას და ვცვლით დამკვიდრებულ მიდგომებს ლოიალობის პროგრამების შესახებ. ჩვენი მიზანია, თითოეულ მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტული გარემო, სადაც შეძლებენ, იშოპინგონ, იზრუნონ საკუთარ ან საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე, გაერთონ და ითამაშონ სახალისო თამაშები, დააგროვონ მონეტები და მოიგონ უამრავი პრიზი.
ჩვენი გუნდი შედგება ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანებისგან, სადაც ყოველი ჩვენთაგანი ვმუშაობთ ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისების შესაქმნელად. თითოეულ ჩვენგანს გვჯერა, რომ ლოიალობაა ის, რასაც შეუძლია ბიზნესისა და მომხმარებლის ურთიერთობა ყველაზე ჰარმონიულად აქციოს.
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო იდეები განსხვავებული ხედვებისა და ინტერესების მქონე ადამიანების ერთობით მოდის. შემოუერთდი ჩვენს გუნდს, რომ ერთად ვაქციოთ „პირველი“ ყველაზე დინამიურ ახალგაზრდა და ინოვაციურ ბრენდად, რომელსაც შეუძლია მისწვდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენ ვჭირდებით.
იქნები პირველი?

ძირითადი მოვალეობები:
  • გამზადებული კონტენტის სოციალურ ქსელებში განთავსება.
  • განთავსებული კონტენტის მონიტორინგი და შემომავალი შეტყობინებების მართვა.
  • საკომუნიკაციო კალენდრის შემუშავება და მონიტორინგი;
  • მუდმივი კომუნიკაცია კომპანიის შიდა ჯგუფებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint);
  • სოციალური მედია პლატფორმების გამოყენების გამოცდილება (FB, Instagram, Linkedin);
  • ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • გუნდურად და ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე HR@pirveli.com
აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: Pirveli.com პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.