მშენებელ-ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი ALL-P GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი
კომპანია “ოლ-პი ჯგუფი” დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. 
ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები.
2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს.
პროფესიონალიზმი,გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს “ოლ-პი ჯგუფი”-ს წარმატების საწინდარს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://floor.ge/?lang=en
სამშენებლო კომპანია ,,ოლ-პი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მშენებელ-ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

 ძირითადი მოვალეობები:
  • ობიექტების მონიტორინგი, შესრულებული სამუშაოს შემოწმება შეთანხმებული მეთოდოლოგიისა და სამშენებლო ნორმების მიხედვით;
  • დამკვეთზე ობიექტების ტექნიკურ ჩაბარებაში მონაწილეობა პროექტის მენეჯერთან ან მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად;
  • სამუშაო პროცესის ვადების კონტროლი;
  • მეთოდოლოგიის დაწერა პროექტის შესაბამისობის მიხედვით;
  • პროექტის დამუშავება და ტექნიკურ ნაწილში ხარჯთაღრიცხვის გაკეთებამდე
  • ყოველკვირეული რაპორტების წარდგენა ხელმძღვანელთან;
  • ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოფხვრის საკითხში ჩართულობა;
  • ობიექტებზე ვიზიტი და ტექნიკური ინფორმაციის აღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • ტექნიკური ან/და უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ნალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორინეტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2023 წლის 15 დეკემბრამდე
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ოლ-პი ჯგუფის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!