ორკინი საქართველო გეპატიჟებათ ახალი კარიერის გზაზე კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში
ორკინი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ჰიგიენა-სანიტარის კონსულტანტის /გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
დამსაქმებელი:ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება)
დამსაქმებლის შესახებ: ორკინი საქართველო წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზირებული მომსახურება).
ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:
ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტი თბილისში
- გრაფიკი: სრული სტანდარტული განაკვეთი
- ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით;
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით და Fitpass-ით.
- საჭიროა რომ თანამშრომელს ჰყავდეს ავტომობილი და იცოდეს ტარება (ბენზინს და ავტომობილის ცვეთას ანაზღაურებს დამსაქმებელი)
პერსპექტივა:
- თანამშრომელს ექნება საშუალება განვითარდეს კარიერულად, გაყიდვების, მარკეტინგისა და კომერციული მომსახურების წარმოების მიმართულებით. მას ასევე საშუალება ექნება გაიცნოს შეისწავლოს და აითვისოს ისეთი დარგები, როგორიც არის: სანიტარია, ჰიგიენა, სურსათის უვნებლობა, შენობის მოვლა პატრონობა, საზოგადო ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ეკოლოგია.
- შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად.
გაყიდვების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ დამკვეთებთან კონტაქტზე გასვლა და შეხვედრების გაკეთება (სასურველია დღეში 2 შეხვედრა)
- გაყიდვებისთვის ბაზის (დამკვეთების, მისამართების, კონტაქტების) და განრიგის პერიოდული წარმოება და განახლება (თვე, კვირა, დღე);
- გენერალურ დირექტორთან (GM) ყოველი დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ანგარიშის ჩაბარება და ინფორმაციის გაცვლა ახალი პოტენციური დამკვეთის მოძიება-აყვანის მცდელობების შესახებ
- ყოველ დღე პოტენციური კლიენტებზე კონტაქტზე გასვლის მცდელობები (შეხვედრა, იმეილი, ტელეფონი)
- შეთავაზების მომზადება, მიდევნება, კონტროლი, შეხსენება და პასუხის მიღება და საქმის შედეგამდე მიყვანა
- პოტენციური კლიენტის შესაბამისი ობიექტების დათვალიერება, დოკუმენტირება, განფასება, შეთავაზების მომზადება, კონტრაქტის მომზადება და ხელმოწერამდე მიყვანა.
- კლიენტის ზეპირი კონსულტაცია
- დამკვეთებისთვის დოკუმენტების მომზადება
- საჭირო სტატისტიკის და ტრენდების წარმოება და გენერალურ დირექტორთან განხილვა
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მუშაობის გამოცდილება (თუნდაც პრაქტიკები)
- დაჭირდება ავტომობილის ტარების უნარი (მართვის მოწმობა B კატეგორია); თუ არ აქვს, უნდა იყოს მზად რომ უახლოეს კვირებში აიღოს მართვის მოწმობა
- ჩვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში სავალდებულოა საკუთარი ავტომობილი (ბენზინს და ცვეთის ნორმატს დამსაქმებელი უზრუნველყოფს) ან მისი შეძენა (არ აქვს მნიშვნელობა მანქანის ბიუჯეტს და წლოვანებას, მთავარია იყოს უსაფრთხო)
- დაჭირდება ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარის განვითარება
- აუცილებელია ელექტრონული კომუნიკაცია-კორესპოდენციის უნარის (ი-მეილით) განვითარება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი არ არის);
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
- ემოციურად მდგრადი რომ პოტენციური ან არსებული კლიენტის პრეტენზიებს ჭკვიანურად და მოთმინებით გაუმკლავდეს
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან და ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდიანრე ამოცანებს
- კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა
- უნდა შეეძლოს უცნობ ადამიანებთან საუბრის წამოწყება; რიდის გადალახვა მოუწევს და უნდა ცადოს იყო გაბედული ამ მიმართულებით.
- საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს
- კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად
- აუცილებალია რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
- მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV და რეზიუმე შემდეგ მისამართზე: lika.tchikadze@orkin.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 591401277