ტურინვესტ ჯგუფი 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები.
Tourinvest Group-ის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი.
ცხადდება ვაკანსია რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო პირობები:
- პასუხისმგებელია კომუნიკაციის წარმოებაზე სტუმრებთან, ტურისტულ სააგენტოებთან და სხვადასხვა წყაროს მომწოდებლებთან ჯავშნების მიღების მიზნით.
- ონლაინ სააგენტოების ინტრანეტების მართვა.
- გაყიდვების რეპორტინგი (პიქ აფ რეპორტები) ყოველდღიური წარმოება და ანალიზი.
- კონკურენტების განფასების ყოველკვირეული განახლება და ანალიზი.
- სხვადასხვა გაყიდვებთან დაკავშირებული ანალიტიკური დავალებების შესრულება.
- ჯავშნებთან დაკავშირებული და სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება.
- მიღებული და გაუქმებული ჯავშნების პროგრამულად ასახვა
- აკონტროლებს ჯავშნების წინასწარი გადახდების ვადებს და უზრუნველყოფს სტუმრების მხრიდან დროულ ანგარიშსწორებას;
- პერიოდულად ამოწმებს მიმდინარე დებიტორულ დავალიანებებს და ახდენს დროულ რეაგირებას დავალიანებების დაფარვის მიზნით;
- სტუმრებთან და სხვა მომწოდებლებთან აგზავნის ჯავშნის დასტურის წერილებს;
- აკონტროლებს ონლაინ სააგენტოებიდან შემოსული ჯავშნების სისწორეს პროგრამაში;
- ყოველდღიურად ამოწმებს ონლაინ სააგენტოებიდან შემოსული ჯავშნების სტატუსებს და არ გამოცხადების შემთხვევაში დაუყონებლივ აღნიშნავს შესაბამის პლატფორმაზე სტუმრის არ გამოცხადების შესახებ ინფორმაციას;
- ყოველი თვის ბოლოს ამოწმებს ონლაინ სააგენტოების ჯავშნებს საკომისიოს ზედმეტი დარიცხვების თავიდან ასაცილებლად;
- სტუმრებს დეტალურად სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის ფუნქციურ თვისებებს: გარანტირებული, არა გარანტირებული
- ყოველდღიურ მჭიდრო კომუნიკაციაშია ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ჯავშნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
- საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციას ეხმარება სტუმრების მიღებაში.ასრულებს დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა მითითებებს.
- ყოველდღიური ფინანსური ანალიზი;
- ყოველდღიური ფინანსური რეპორტინგი;
- არსებული გრძელვადიანი კლიენტების (სტანდარტული პირობებით) ხელშეკრულებების გაგრძელება, პირობებზე მოლაპარაკება და სტანდარტული ციკლის სრულად დასრულება.
- ონლაინ პლათფორმებზე საკომისიობზე საჩვრების შეტანა, სატელეფონო კომუნიკაცია სხვადასხვა ხარვეზის( მაგ. დავალიანებების ჩარიცხვა) მოგვარების მიზნით.
- დებიტორებთან სატელეფონო კომუნიკაცია (მიუხედავად იმისა ვისი ექაუნთია)
- ყოველდღიურად ბუღალტერიიდან მიღებული ინფორმაციის ( უნაღდო ანგარიშსწორებაზე) სისტემის გადახდებში ასახვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- მიღება-განთავსების დეპარტამენტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- facebook.com, booking. com, expedia.com, hostels.com და სხვა ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- საათები: 09:30 -დან 18:30 -საათამდე
- ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან
- 50 %–იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
- 70 %-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა „არგო“-ზე
- ფასდაკლებას რესტორან ,,არგო“- ში
- ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: career@tourinvestgroup.com
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რეზერვაციების აგენტი , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!