პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი LAB
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: პროექტის მენეჯერი
IT კომპანია ლაბ ტექნოლოჯი აცხადებს ვაკანსიას პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი

ჩვენს შესახებ:
IT კომპანია ლაბ ტექნოლოჯი მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან  და სთავაზობს მომხმარებლებს  ისეთ IT გადაწყვეტილებებს როგორიცაა:
  • მონაცემთა სანახი სისტემები,
  • ქსელური გადაწყვეტილებები,
  • კიბერ უსაფრთხოება,
  • პროგრამული უზრუნველყოფა,
  • პერსონალური სისტემები
  • საინჟინრო მომსახურება
ჩვენი მომხმარებლები არიან მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და სახელმწიფო სექტორი. ლაბ ტექნოლოჯი საქართველოში წარმოადგენს 20-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს როგორიცაა:
CISCO, DellEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, Nakivo, Extreme Networks and etc.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროექტების განხორციელებაში აქტიური ჩართულობა და მათი “Back”-ში მართვა;
  • ტენდერებში მონაწილეობის მიღება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და სრული ციკლის მართვა;
  • დისტრიბუტორებთან კომუნიკაციის დამყარება და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება.
  • მომხმარებლისგან შემოსული მოთხოვნების დამუშავება;
  • მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • კომპანიის CRM-ში მუშაობა და მართვა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი გაცნობა და პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამა CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  •  საოფისე პროგრამების MS office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
  • საქმიანი მოლაპარაკების/მიმოწერის წარმოების უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის კარგი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული კურსების დაფინანსებას;
  • აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;
  •  სტანდარტულ საშვებულებო დღეებთან ერთად დამატებით 12 დეი ოფს; 
ჩვენი ოფისი:
მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6
საიტი: www.lab.ge
სოც ქსელები: Facebook LinkedIn
ტელ: 032 229 06 09

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერი“

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ დაქირავებულსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. IT კომპანია LAB  გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.