საგადასახადო აუდიტორი

თბილისი სრული განაკვეთი ფინანსური ოფისი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი
ფინანსური ოფისი - აუდიტორული კომპანია 
აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისი“  საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში.  MSI Global Alliance დაარსდა 30 წლის წინ და წარმოდგენილია 250 კომპანიით მსოფლიოს 100 ქვეყანაში, იგი მიმდინარედ მეშვიდე ადგილს იკავებს ასოციაციებისა და ალიანსების მსოფლიო რეიტინგში.  
აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისი“  მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ  კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. 
ჩვენ  უკვე წლებია ვქმნით კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის.  
ფინანსური ოფისი აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე. 
 
ძირითადი  მოვალეობები: 
  • საგადასახადო აუდიტის პროექტის დაგეგმვა, რისკების იდენტიფიცირება, შემოწმების პროცესების  მართვა და პროექტის დასრულება შეთანხმებული  ვადების შესაბამისად;  
  • აუდიტის ანგარიშის მომზადება; 
  • ახალ და არსებულ კლიენტებთან  პროფესიული ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;  
  • საგადასახადო დავების პროექტებში ჩართულობა და საჩივრის მომზადება;  
  • საგადასახადო კონსულტაციების წარმოება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;  
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უფროსი/სენიორ საგადასახადო აუდიტორის ან მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე;  
  • საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის ბოლო დროინდელი ცვლილებების თანმიმდევრული ცოდნა; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;  
  • ACCA-ის ჩაბარებული მოდულები ჩაითვლება უპირატესობად;  
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას); 
  • საბუღალტრო პროგრამების საბაზისო ცოდნა ; 
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე არის სავალდებულო, რუსული ენის ცოდნა ჩაითვალოს უპირატესობად. 
 
საჭირო უნარები: 
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;  
  • გუნდში მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;  
  • მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი;  
  • ორგანიზებულობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. 
  
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;  
  • უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;  
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს. 
 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@fino.ge გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/ბუღალტერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.