წარმოების მენეჯერი

გორი სრული განაკვეთი ქართული ღვინის სახლი
ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა, წარმოების/ქარხნის მართვა

კომპანია ქართული ღვინის სახლი აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. გორი, თამარ მეფის № 26

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა კარგად;
  • დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • 1C პროგრამის ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება ქ. გორში მცხოვრებ კანდიდატებს;
     

ძირითადი მოვალეობები:

  • ღვინის ჩამოსხმის საამქროს ყოველდღიურ მუშაობაში ჩართულობა;
  • შეკვეთების კონტროლი;
  • მიღებული შეკვეთების წარმოებაში გადაცემა;
  • მუშაობა კლიენტებთან;
  • წარმოების კონტროლი დ აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
     

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი
  • დაგეგმვის და დროის ოპტიმალური განაწილების უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალობა
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
     

ანაზღაურება: 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:00 სთ -18:00სთ

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com .

აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!