მცენარეების კატეგორიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კონტეინერი
მივლინება: არა ხელფასი: 1800 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი
აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქცია  შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები,  საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.  
ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/   
„კონტეინერი“ აცხადებს ვაკანსიას   მცენარეების კატეგორიის მენეჯერის  პოზიციაზე 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • დეკორატიული ეზოს და სახლის მცენარეების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; 
  • სეზონურობის მიხედვით ასორტიმენტის განსაზღვრა; 
  • მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარება; 
  • გაყიდვების დაგეგმვა და ბაზრის მოკვლევა; 
  • საფასო პოლიტიკის კონტროლი; 
  • ნაშთის კონტროლი; 
  • მცენარეების მოვლის ცოდნა; 
  • ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი; 
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი; 
  • მცენარის მოვლის სამუშაოების კონტროლი (გასხვლა, ქიმიური დამუშავება, გადარგვა, დარგვა და ა.შ.) 
  • აქციების დაგეგმვა,  მათი კონტროლი და რეპორტინგი; 
 
სამუშაო პირობები: 
  • გრაფიკი: 10:00-19:00  
  • სამუშაო დღე და დასვენება: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება 
  • ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი 
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.  
 
ძირითადი ოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დეტაებზე ორინეტირებულობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
 
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
გისურვებთ წარმატებებს!